ავტორის და ბლოგის შესახებ


მოგესალმებით, მე ვარ ამ ბლოგის ავტორი თათა.

გადავწყვიტე დავბრუნებოდი ბლოგსფეროს უბრალოდ სხვა მიმართულებით - კულინარია. ვინც ჩემს ბლოგს კითხულობდით ალბათ გახსოვართ, ვისაც არ ვახსოვარ უბრალოდ გეტყვით, რომ ვარ სტუდენტი რომელსაც უბრალოდ ეხერხება და უყვარს საჭმელების კეთება. ამ ბლოგის მეშვეობით კი ჩემი მიზანია თქვენც შეგაყვაროთ კულინარია. :)

ნებისმიერი კერძი, რომელსაც ჩემს ბლოგზე შეხვდებით, არის ჩემი მომზადებული. მომზადების წესს რაც შეეხება ძირითადად დედაჩემისგან და სხვადასხვა უცხოური კულინარიული საიტებიდან თუ წიგნებიდან მაქვს ნასწავლი, მაგრამ ვცდილობ შევცვალო და დავამატო რაღაც-რაღაცები.
აქ ვერ შეხვდებით ნათარგმნ ან დაკოპირებულ რეცეპტებს.
ვცდილობ მაქსიმალურად მარტივად მოვამზადო და მარტივად გადმოგცეთ ფოტოებითა თუ მომზადების წესის მიხედვით.

ყველაზე ხშირად შეხვდებით იმ კერძებს რომლებსაც მე ყველაზე ხშირად მივირთმევ და მეგობრებს ვუმასპინძლდები. სწორედ მათი აღფრთოვანება იყო სტიმული რომ ეს ბლოგი შემექმნა. :)

0 comments:

Post a Comment

Copyright © 2014 Tata's Cooking Blog