ფენოვანი მზე
ინგრედიენტები:
▶ გაყინული ფენოვანი
ცომი
▶ ლორი
▶ მდნარი ყველის ფირფიტები
▶ გაყინული ფენოვანი
ცომი
▶ ლორი
▶ მდნარი ყველის ფირფიტები
სოუსისთვის:
▶ კეტჩუპი
▶ მაიონეზი
▶ დაფქული ნიორი
▶ პაპრიკა
1) გავაბრტყელოთ ცომი▶ კეტჩუპი
▶ მაიონეზი
▶ დაფქული ნიორი
▶ პაპრიკა
2) დავადოთ სასურველი ზომის თეფში და გამოვჭრათ 2 ცალი ფირფიტა
3) ერთი ფირფიტა ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში
4) წავუსვათ სოუსი (ზემოთ ნახსენები სოუსის ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში)
5) დავალაგოთ მდნარი ყველის ფირფიტები (შეგიძლიათ შეცვალოთ სულგუნით ან უმარილო იმერული ყველით)
6) მოვაყაროთ ძალიან თხლად დაჭრილი ლორი
7) გემოვნების შესაბამისად დავუმატოთ ორეგანო
8) დავაფინოთ ზემოდან მეორე ფენა, შუაში დავადგათ ჭიქა და დავჭრათ ცომის დანარჩენი ნაწილი დაახლ. 3-4 სმ. სიგანეზე (ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები)
9) ეს დაჭრილი ნაწილები ორჯერ გადავატრიალოთ
თუ კვერცხი გიყვართ შეგიძლიათ გამოცხობის წინ, კვერცხის გული წაუსვათ ზედაპირზე სიპრიალისთვის.
შევდგათ 200C გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.
გემრიელად მიირთვით :)heart emoticon
P.S გამოცხობის შემდეგ შუაში დავასხი ბარბექიუს სოუსი მაგრამ არ მოუხდა
0 comments:
Post a Comment