ქათმის ბურთები შებოლილი სულგუნით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
▶ 500 გრ. წვრილად გატარებული ქათმის ხორცი
▶ 2 კვერცხი
▶ 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
▶ 1 ჩაის კოვზი ორეგანო
▶ მარილი და პილპილი გემოვნებით
▶ შებოლილი ან ჩვეულებრივი სულგუნი კუბიკებად დაჭრილი
▶ დაფხვნილი სუხარი ან ფქვილი
მომზადების წესი:
გატარებული ქათმის ხორცი, მარილი, პილპილი, პაპრიკა და ორეგანო შევურიოთ ერთმანეთს. უშუალოდ ფარშში კვერცხის დამატება არ დაგჭირდებათ რადგან ქათმის ხორცი ისედაც წებოვანია და არ იშლება.
მცირე ზომის ბურთებად დავამრგვალოთ, შუაში ჩავდოთ შებოლილი სულგუნის კუბიკი და შევკრათ გუნდა, ამოვავლოთ სუხარში შემდეგ კვერცხში და ისევ სუხარში. გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე დავდოთ და შევწვათ დაბალ ტემპერატურაზე(გარშემო სუხარი სწრაფად იწვება და შიგთავსი უმი რომ არ დარჩეს ვწვავთ დაბალ ცეცხლზე)
როდესაც გახდება ოქროსფერი გადმოვიტანოთ თეფშზე და მივირთვათ კეტჩუპთან ან ნივრიან მაიონეზთან ერთად. ასევე ძალიან უხდება ლუდს :)
0 comments:
Post a Comment