ბანანიანი კრეპები
14 თებერვლის რომანტიკული საღამოსთვის იდეალური გადაწყვეტილება, სახლში მომზადებული ბანანიანი კრეპებია, რომლის გაკეთებაც საერთოდ არაა რთული, მითუმეტეს ჩემი რეცეპტის დახმარებით. :) ასე, რომ თუ გსურთ საყვარელი ადამიანის გახარება, გაიკეთეთ წინსაფარი და განაგრძეთ კითხვა :)
კრეპების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 800გრ პასტერიზებული რძე
- 3ც კვერცხი
- 3ჩაის ჭიქა ფქვილი
მოსართავად:
- 1 ფილა შავი შოკოლადი
- 2 ცალი ბანანი
ცომის მოსამზადებლად მოქმედებთ შემდეგნაირად: დიდ ჯამში მიქსერით თქვეფთ კვერცხს. როდესაც კარგად აითქვიფება უმატებთ ფქვილს და ურევთ ნელ-ნელა რადგან შესაძლოა ყველაფერი ზედ შეგეყაროთ :) როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი მიღებული მასა სურათზე გამოსახულის იდენტურია იწყებთ რძის ჩამატებას ნელ-ნელა.
პარალელურად რთავთ მიქსერს და იწყებთ ფქვილის და კვერცხის რძეში გახსნას. თქვეფთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. თუ ხვდებით, რომ მასა ზედმეტად თხელია, შეგიძლიათ ჩაამატოთ ფქვილი და პირიქით, თუ ძალიან სქელია - რძე.
შეგიძლიათ უკვე კრეპების გამოცხობაზე გადახვიდეთ, ამისთვის - აცხელებთ ტაფას დაბალ გაზზე, უსვამთ ბამბით ან ფუნჯით ცოტაოდენ ზეთს. შემდგომში ეს აღარ დაგჭირდებათ.
გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მიღებული მასა და ტაფა დაატრიალეთ. სასურველია აიღოთ პატარა და მჩატე ტაფა რომელიც სპეციალურად ბლინებითვის არის განკუთვნილი
კრეპი იწვება ძალიან მალე დაახლოებით 30 წამში, ასერომ სამზარეულოდან გასვლა არცისე კარგი იდეაა. როდესაც გვერდები აეპრიხება, მარტივად ხელითაც შეძლებთ გადმობრუნებას.
სანამ კრებეპი წვის პროცესშია, აიღეთ პატარა ჯამი, დაასხით ნახევარი ჩაის კოვზი ზეთი, დატეხეთ შოკოლადი და დაადგით ძალიან პატარა გაზზე. მთლიანი დნობის განმავლობაში უნდა ურიოთ კოვზით რათა არ დაგეწვათ შოკოლადი.
შოკოლადის მომზადების შემდეგ, ბანანი დაჭერით ჩიფსების სტილში.
როდესაც მორჩებით კრეპების ცხობას, შეგიძლიათ მთავარ საქმეს შეუდგეთ - დეკორაცია.
ვდებთ კრეპს თეფშზე, ვუსვამთ ცოტა შოკოლადს, დავადებთ ბანანებს სურათზე ნაჩვენები პროპორციით იმიტომ, რომ სხვაგვარად შეიძლება ხელი შეგვეშალოს სამკუთხედად გაკეცვის დროს. გადაკეცვის შემდეგ ვასხამთ ფუნჯით ან კოვზით შოკოლადს.
0 comments:
Post a Comment