ფენოვანი ჰოთ-დოგები
ალბათ უმეტესობას გასინჯული გაქვთ ცომთან ერთად გამომცხვარი სოსისები და დამეთანხმებით, რომ უგემრიელესია. ჩემ მიერ მომზადებული ჰოთდოგები იდეალურია დაბადებისდღისთვის, მეგობრების შეკრებისთვის, ექსკურსიებისთვის და ა.შ.
მათი მომზადება არის ძალიან მარტივი.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 500გრ ფენოვანი ცომი. მე პირადად მზარეულის ფირმის ცომს ვიყენებ, არჩევანი თქვენზეა.
- 10-12 ცალი სოსისი (ნებისმიერის გამოყენება შეგიძლიათ, მე რძიანი სოსისებით მოვამზადე)
- მდნარი ყველი (ფირფიტები არა, ყუთში რომ არის წასასმელი)
როდესაც ცომი გალღვება, ვიწყებთ მის გაშლას. დასაწყისი ძირითადად მარტივად იშლება მაგრამ შუა ნაწილი გაყინული რჩება ხოლმე. ამ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ ცომის გატეხვის, გაშალეთ ბოლომდე.
მიიღებთ მსგავს სურათს |
ეს გაბრტყელებული ცომის ნაწილები ხელით დაამრგვალეთ ისე როგორც სურათზეა გამოსახული. და შემოახვიეთ მთლიან სოსისს.
გამოგივათ დაახლოებით 6 ცალი მსგავსი ჰოთდოგი |
ვიწყებთ ცომის დაჭრას სამკუთხედებად. იხ.სურათი
თითოეულ მათგანს ზემოდან ვუსვამთ მდნარ ყველს და ვახვევთ სოსისებს კრუასანების ფორმაზე (ისე რომ ყველიანი ზედაპირი სოსისების შიგნით აღმოჩნდეს და არა ზედაპირზე)
ცხობას სჭირდება დაახლოებით 12-15 წუთი
საბოლოო ჯამში ვიღებთ ესეთ შედეგს |
ჩემი ჰოთდოგების ნაწილი აიპრიხა იმიტომ რომ სოსისი შუაზე გავჭერი რამოდენიმესთვის |
ვუმასპინძლდებით მეგობრებს და გემრიელად მივირთმევთ :))
0 comments:
Post a Comment